воскресенье, 4 октября 2009 г.

1.პროექტის სახელი "წყალი-სიცოცხლეა"

2.პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები გამოიკვლევენ და შეაფასებენ წყლის მდგომარეობას კონკრეტულ უბანში და დასახავენ პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზებს.

3.პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები დაადგენენ დაბინძურების წყაროს და საჭირო ინფორმაციის მოძიებისთვის განსაზღვრავენ შესაბამის ადრესატებს,დაგეგმავენ გასვლით ღონისძიებებს და მოაგროვებენ ფოტომასალას,დაამყარებენ კავშირს საზოგადოებასთან (მშობლები,სასკოლო შტატი, სახელმწიფო მოსამსახურენი, ორგანიზაციები), გააანალიზებენ მიღებულ ინფორმაციას და შეეცდებიან გამოძებნონ პრობლემის გადაჭრის რეალური გზები.

4.მონაწილეთა ასაკი:14 წელი

5.ვადები/ხანგრძლივობა:1 წელი.

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:წყლის მდგომარეობის შესახებ მოპოვებულ ინფორმაციას მოსწავლეები განიხილავენ და შეაფასებენ,დაადგენენ პრობლემის მიზეზს და შეეცდებიან განსაზღვრონ მისი გადაჭრის გზები.

7.მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები გაეცნობიან წყლის მნიშვნელობას, ისწავლიან ურთიერთთანამშრომლობას, ურთიერთობას უფროსებთან,ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებას და სხვა.

8.სარგებელი სხვებისთვის:მოსწავლეები იკვლევენ გარკვეული უბნის წყლის მდგომარეობას და ეძებენ მისი გასუფთავების შესაძლო გზებს დაბინძურების შერმთხვევაში.

9.სამუშაო ენა:ქართული.

10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან: -
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ბიოლოგია,ქიმია,გეოგრაფია

12.პროექტის ფასილიტატორი:თამარ შიუკაშვილი

13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა:shiukashvilit@gmail.com

14.პროექტის ფორუმი:
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: wyali-sicocxlea.blogspot.com